CNN-ის ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უკრაინისთვის დამატებით 800-მილიონიანი მხარდაჭერის პაკეტის დამტკიცების შესახებ გამოაცხადებს.
ბაიდენის გამოსვლა ადგილობრივი დროით 11:45 წუთზეა დაგეგმილი.
მანამდე, აშშ-ის კონგრესს სიტყვით მიმართა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, სადაც განაცხადა, რომ საჭიროა დამატებითი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. ასევე, უკრაინის საჰაერო სივრცის ჩაკეტვა.
უკრაინაში ომი უკვე 21 დღეა გრძელდება.