ახალი ამბები

უკრაინის ომში ცხინვალელი სამხედრო დაიღუპა

16 მარტი, 2022 • 6257
უკრაინის ომში ცხინვალელი სამხედრო დაიღუპა

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უკრაინაში “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” [ასე უწოდებს რუსული  მხარე უკრაინაში მის მიერ დაწყებულ ომს] დროს დაღუპული ცხინვალის მკვიდრი, სერჟანტი ანდრეი ბაკაევი სიკვდილის შემდეგ “მამაცობის ორდენით” დააჯილდოვეს.

უწყების ინფორმაციითვე, 35 წლის ბაკაევი რუსეთის შეიარაღებული ძალების 58-ე არმიაში მსახურობდა.

ცხინვალიდან სამხედროები უკრაინაში გაგზავნეს

უკვე 21-ე დღეა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთმა დაბომბა ქალაქებიც, დაღუპულია ასობით მშვიდობიანი მოქალაქე. ძირითადად ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებით ქვეყანა დატოვა 2,9 მილიონზე მეტმა ადამიანმა.

ეს არის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე მასშტაბური და სწრაფი ლტოლვილთა კრიზისი. უკრაინის დასახმარებლად არაერთი ქვეყნიდან ჩავიდნენ მოხალისეები, რომელთა ნაწილი ყოფილი სამხედროა, ხოლო ნაწილს საბრძოლო გამოცდილება არ აქვს. რუსეთი ყოველდღე ბომბავს ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებს – სახლებს, სკოლებს, საავადმყოფოებს. დაღუპულია ასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის, სულ მცირე 90 ბავშვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი