გაეროს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადებით, ომის გამო უკრაინა 3 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.
როგორც CNN წერს, მათ შორის 157 000 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
გაერო აღნიშნავს, რომ ყველაზე მეტმა ადამიანმა უკრაინა პოლონეთის საზღვრის გავლით დატოვა. უკრაინიდან პოლონეთში გადასული ადამიანების რიცხვი, გაეროს ცნობით, 1.7 მილიონს აღწევს.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას. მოსკოვი საჯარო განცხადებებში უარყოფს სამოქალაქო ობიექტების მიზანში ამოღებას.








