დიდი ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, სანქცირებულთა სიას დაემატა 370 ფიზიკური და იურიდიული პირი, – ბრიტანეთი მათ ქონებას გაყინავს და ქვეყანაში მოგზაურობას აუკრძალავს.
სხვებთან ერთად, სანქციები შეეხება:
- ექსპრეზიდენტ დიმიტრი მედვედევს;
- კრემლის პრეს-სპიკერ დმიტრი პესკოვს;
- თავდაცვის მინისტ სერგეი შოიგუს;
- საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერ მარია ზახაროვას;
- RT-ს მთავარ რედაქტორ მარგარიტა სიმონიანს;
- ალფა ბანკის დამფუძნებლებს, პიოტრ ავენს და მიხაილ ფრიდმანს;
რუსეთის ფედერაცია 24 თებერვალს შეიჭრა უკრაინაში და მასობრივი, სასტიკი ომი წამოიწყო.
მალევე აგრესიაზე პასუხად არაერთმა სახელმწიფომ – შეერთებულმა შტატებმა, გაერთიანებულმა სამეფომ, ასევე ევროკავშირმა – სხვა ქვეყნებთან ერთად, რუსეთის ფედერაციას მძიმე ეკონომიკური სანქციები დააკისრა.
გირჩევთ წაიკითხოთ სტატია „ნეტგაზეთის“ არქივიდან: