ახალი ამბები

მარინა ოვსიანიკოვას ადმინისტრაციული წესით ასამართლებენ

15 მარტი, 2022 • 2244
მარინა ოვსიანიკოვას ადმინისტრაციული წესით ასამართლებენ

რუსეთის პირველი არხის ახალი ამბების რედაქტორს, მარინა ოვსიანიკოვას ადმინისტრაციული წესით ასამართლებენ.

ოვსიანიკოვა 14 მარტს შევარდა მთავარი საინფორმაციო გამოშვების ეთერში პლაკატით, რომელზეც ეწერა „შეაჩერეთ ომი“.

ოვსიანიკოვას ედავებიან „საჯარო ღონისძიების ორგანიზებას, რომელიც წინასწარ შეთანხმებული არ იყო“. ის გუშინ, პირდაპირი ეთერის გასვლის შემდეგ მალევე დააკავეს. ჟურნალისტს დღევანდელი დღის შუადღემდე ადვოკატები ვერ უკავშირდებოდნენ.

მარინა ოვსიანიკოვას პლაკატზე ეწერა „არ დაუჯეროთ პროპაგანდას“ და „აქ თქვენ გატყუებენ“.

მან სოციალურ ქსელში ასევე გამოაქვეყნა წინასწარ ჩაწერილი ვიდეო, სადაც ბოდიშს იხდის წლების განმავლობაში კრემლის პროპაგანდისტულ ტელევიზიაში მუშაობისთვის და უკრაინაში ომის დაწყებაში პუტინს ადანაშაულებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი