ახალი ამბები

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან რუსმა სამხედროებმა აფეთქებები მოაწყვეს – ენერგოატომი

14 მარტი, 2022 • 4603
ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან რუსმა სამხედროებმა აფეთქებები მოაწყვეს – ენერგოატომი

უკრაინული სახელმწიფო კომპანია „ენერგოატომი“ აცხადებს, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის სიახლოვეს აფეთქებებია. სადგური რუს სამხედროებს აქვთ დაკავებული.

უწყება ამბობს, რომ რუსმა სამხედროებმა სადგურის სიახლოვეს სამხედრო ეკიპირების ნაწილი – ასაფეთქებელი საშუალებები ააფეთქეს. ადგილი, სადაც ეს მოხდა, სადგურის პირველი ენერგობლოკის სიახლოვესაა.

„ჯერჯერობით უცნობია შეიცვალა თუ არა რადიაციული ფონი აფეთქების შემდეგ. ამ ეტაპისთვის, ატომური სადგურის ტერიტორიაზე იმყოფება როსატომის [რუსული უწყება] 11 წარმომადგენელი. ნათელია, რომ აფეთქებები მოედანზე, რომელიც სადგურის სიახლოვესაა, მათი მონაწილეობით ხდება“, – წერს „ენერგოატომი“ ტელეგრამზე.


4 მარტს ცნობილი გახდა, რომ ღამით განხორციელებული დაბომბვის შემდეგ რუსეთის ძალებმა ზაპოროჟიეს ატომური სადგურის დაკავება შეძლეს.

ზაპოროჟიეს ელექტროსადგური ევროპაში ყველაზე დიდია.

მასალების გადაბეჭდვის წესი