ახალი ამბები

ზელენსკი ბაიდენს რუსეთისთვის საერთაშორისო წყლების ჩაკეტვას სთხოვს – CNN

14 მარტი, 2022 • 2492
ზელენსკი ბაიდენს რუსეთისთვის საერთაშორისო წყლების ჩაკეტვას სთხოვს – CNN

CNN წყაროებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბრისას მოითხოვა რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესება.

რამდენიმე ინფორმირებული წყარო CNN-ს ატყობინებს, რომ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტს სთხოვა დამატებითი ნაბიჯების გადადგმა კერძოდ, რუსეთისთვის საერთაშორისო ვაჭრობის შეზღუდვა, რუსული ელიტის წარმომადგენელთა სანქცირების გაგრძელება და ქვეყნისთვის საერთაშორისო წყლების ჩაკეტვა.

გამოცემა წერს, რომ საუბარი ბაიდენსა და ზელენსკის შორის პარასკევს შედგა და 49 წუთს გაგრძელდა.

CNN-ის წყაროები აცხადებენ, რომ ზელენსკიმ ბაიდენს მადლობა გადაუხადა უკვე გადადგმული ნაბიჯებისთვის, თუმცა ასევე მოუწოდა მას, გააგრძელოს ეკონომიკური ზეწოლა კრემლზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი