ახალი ამბები

უკრაინის წარმომადგენლის გაუფრთხილებლად შემოყვანა უპატივცემულობაა – მდინარაძე

14 მარტი, 2022 • 4478
უკრაინის წარმომადგენლის გაუფრთხილებლად შემოყვანა უპატივცემულობაა – მდინარაძე

„ქართული ოცნების“ წევრის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარლამენტის ინსტიტუტის უპატივცემულობაა, რომ სხდომათა დარბაზში სალომე ზურაბიშვილმა უკრაინის წარმომადგენელი გაუფრთხილებლად შემოიყვანა.

„მე საყვედურნარევი ტონი მქონდა პროცედურასთან დაკავშირებით, იმასთან დაკავშირებით, რომ გაუფრთხილებლად შემოიყვანეთ პატივცემული წარმომადგენელი სხდომათა დარბაზში. ეს ინსტიტუტის უპატივცემულობაა, ჩემი აზრით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2022/03/Untitled-design-73-1.jpg

დღეს, 14 მარტს სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში სიტყვით გამოვიდა, რა დროსაც პარლამენტისა და მთავრობის წევრები გააკრიტიკა.

მასალების გადაბეჭდვის წესი