ახალი ამბები

დეპუტატი ალეკო ელისაშვილი: უკრაინაში ვარ, მოხალისე მებრძოლთა უცხოურ ლეგიონში

13 მარტი, 2022 • 5112
დეპუტატი ალეკო ელისაშვილი: უკრაინაში ვარ, მოხალისე მებრძოლთა უცხოურ ლეგიონში

საქართველოს პარლამენტის წევრი, ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ უკრაინაში იმყოფება და მოხალისე მებრძოლთა უცხოურ ლეგიონს შეუერთდა.

„არასოდეს გულგრილი არ ვყოფილვარ. არ შემეძლო ისე მეცხოვრა, რომ სხვისი დარდი და განსაცდელისთვის თვალი ამერიდებინა. ახლა უკრაინა, ჩვენი ჭირის და ლხინის თანაზიარი უკრაინელები განსაცდელში არიან. იბრძვიან ჩვენი საერთო მტრის წინააღმდეგ.

ამ ბრძოლის შორიდან ყურება არ შემეძლო. ამიტომაც აქ ვარ, უკრაინაში. მოხალისე მებრძოლთა უცხოურ ლეგიონში. მტერი უნდა დავამარცხოთ.

დიდება უკრაინას! დიდება საქართველოს!“ – წერს ელისაშვილი ფეისბუქზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი