უკრაინის ქალაქ მარიუპოლის საკრებულოს განცხადებით, დაღუპულთა რიცხვი 2 200-ს აღწევს.
ქალაქში, რომელიც რუსულ ჯარებს ალყაში ჰყავთ მოქცეული და რამდენიმე დღეა იბომბები, საკრებულოს განცხადებით, დაღუპულთა რიცხვმა 2 187-ს მიაღწია.
მარიუპოლის მაცხოვრებლებს არ აქვთ ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი, საკვების მარაგების ქალაქში შეტანა კი ვერ ხერხდება:
„ადამიანები 12 დღეა რთულ ვითარებაში არიან. ქალაქში არ არის ელექტრო ენერგია, წყალი და გათბობა. ამასთან, ვერ მყარდება მობილური კომუნიკაცია. წყლისა და საკვების მარაგები იწურება” – წერია საკრებულოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სატელიტურ ფოტოებში, რომელსაც BBC ავრცელებს, ჩანს რომ აქტიური დაბომბვის შედეგად განადგურებულია საცხოვრებელი სახლები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

