ახალი ამბები

მზადება ბლოკადისთვის: კიევში ორი კვირის სამყოფი პროდუქტებია

13 მარტი, 2022 •
მზადება ბლოკადისთვის: კიევში ორი კვირის სამყოფი პროდუქტებია

უკრაინული გამოცემა Unian-ის ინფორმაციით, კიევი შესაძლო ბლოკადისთვის ემზადება. გამოცემა წერს, რომ უკრაინის დედაქალაქი ორი კვირის სამყოფი პროდუქტებითაა მომარაგებული, რომელიც იმ ორ მილიონ ადამიანზეა გათვლილი, რომელმაც კიევის დატოვებაზე უარი განაცხადა.

ინფორმაცია ამის შესახებ კიევის მოსახლეობამ დღეს ოფიციალური ტელეგრამის არხის მეშვეობით მიიღო:

„ქალაქი მზადაა შესაზლო ბლოკადისთვის. იმ 2 მილიონ კიეველს, რომელმაც სახლი არ დატოვა სიტუაციის გაუარესების შემტხვევაში არ მივატოვებთ. ქალაქის მმართველობა ბიზნესთან კოორდინაციაშია და ყველაფერს აკეთებს მაღაციებისა და აფთიაქების გასახსნელად. ფასები კი მისაღები შენარჩუნდება” – ნათქვამია შეტყობინებაში. რომელიც დედაქალაქელებმა მიიღეს.

ამასთან, შეტყობინებასი აღნიშნულია, რომ მოქალაქეების შეუფერხებლად აიღებენ პენსიებს.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას. მოსკოვი საჯარო განცხადებებში უარყოფს სამოქალაქო ობიექტების მიზანში ამოღებას.

გაეროს მონაცემებით, უკრაინა უკვე დატოვა 2.5 მილიონმა ადამიანმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი