ახალი ამბები

„გაიტაცეს კიდევ ერთი ოკუპირებული ქალაქის მერი“ – უკრაინული მედია

13 მარტი, 2022 • 2037
„გაიტაცეს კიდევ ერთი ოკუპირებული ქალაქის მერი“ – უკრაინული მედია

უკრაინული მედიის განცხადებით, რუსმა სამხედროებმა გაიტაცეს კიდევ ერთი ოკუპირებუი უკრაინული ქალაქის, დნეპრორუდნის მერი.

როგორც Unian წერს, ინფორმაცია ევგენი მატვეევის გატაცების შესახებ ზაპროჟიის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გაავრცელა.

უკრაინული მხარის განცხადებით, ასევე გატაცებულია მელიტოპოლის მერი ივან ფედოროვი. ამ დრომდე მისი ადგილსამყოფელის შესახებ არაფერია ცნობილი.

გუშინ, 12 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა , რომ ფედოროვი წამების ქვეშაა. ზელენსკის თქმით, რუსები მისგან ვიდეომიმართვის ჩაწერას ითხოვენ, სადაც ოკუპანტებს გამოუცხადებს მხარდაჭერას. მერის გათავისუფლების მოთხოვნით მელიტოპოლის მოსახლეობა ქალაქის მთავარ მოედანზე აქციებს მართავს.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას. მოსკოვი საჯარო განცხადებებში უარყოფს სამოქალაქო ობიექტების მიზანში ამოღებას.

გაეროს მონაცემებით, უკრაინა უკვე დატოვა 2.5 მილიონმა ადამიანმა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი