ახალი ამბები

რუსეთისა და უკრაინის საბრძოლო დანაკარგები – 13 მარტი

13 მარტი, 2022 •
რუსეთისა და უკრაინის საბრძოლო დანაკარგები – 13 მარტი

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს განახლებულ ინფორმაციას რუსული მხარის დანაკარგების შესახებ უკრაინაში შეჭრის დღიდან.

უკრაინული მხარის განცხადებით 13 მარტამდე არსებული მონაცემებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურა:

  • 12 000-ზე მეტი ჯარისკაცი;
  • 374 ტანკი;
  • 1226 ჯავშანტრანსპორტიორი;
  • 140 საარტილერიო სისტემა;
  • 62 სარაკეტო სისტემა;
  • 34 ანტისარაკეტო სისტემა;
  • 74 თვითმფრინავი;
  • 86 ვერტმფრენი;
  • 60 საწვავმზიდი.

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო განმარტავს, რომ მონაცემები არაზუსტია და მათი დამუშავება გრძელდება. რაც შეეხება რუსულ მხარეს, რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებით, გაანადგურეს უკრაინის 3 700 საბრძოლო ობიექტი. უწყების წარმომადგენლის თქმით, 24 თებერვლიდან დღემდე დაანადგურეს უკრაინის:

  • 99 თვითმფრინავი;
  • 128 უპოლოტო საფრენი აპარატი;
  • 1194 ტანკი და სხვა საბრძოლო ჯავშანტრანსპორტიორი;
  • 121 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა;
  • 443 საველე საარტილერიო იარაღი და ნაღმტყორცნები;
  • 991 ერთეული სპეციალური სამხედრო მანქანა.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას. მოსკოვი საჯარო განცხადებებში უარყოფს სამოქალაქო ობიექტების მიზანში ამოღებას.

გაეროს მონაცემებით, უკრაინა უკვე დატოვა 2.5 მილიონმა ადამიანმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი