დიდი ბრიტანეთი რუსეთის დუმის ქვედა პალატის 386 წევრს, რომლებიც მხარს უჭერდნენ რუსეთის უკრაინაში შეჭრას, სანქციები დააკისრა.
ქვეყნის საგარეო მდივნის, ლიზ ტრასის განცხადებით, სანქცირებულ პირთა აქტივები დიდ ბრიტანეთში გაიყინება. ასევე, მათ აეკრძალებათ ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა და ბიზნესსაქმიანობა.
როგორც BBC წერს, ჯამში, ბრიტანეთში სანქციები დადო დუმის 400 დეპუტატს.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მას შემდეგ უკრაინის ქალაქებს უტევს როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო და საზღვაო გზებით. რუსეთი განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას. შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპარატისტული დონბასის და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.