ახალი ამბები

გერაშენკო: რუსებმა მელიტოპოლის მერი გაიტაცეს

11 მარტი, 2022 •
გერაშენკო: რუსებმა მელიტოპოლის მერი გაიტაცეს

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის, ანტონ გერაშენკოს ინფორმაციით, 10-კაციანმა რუსულმა ჯგუფმა მელიტოპოლის მერი გაიტაცა.

მისი განცხადებით, რუსებმა ქალაქის მერს, ივან ფედოროვს თავზე ტომარა ჩამოაცვეს და გაიტაცეს.

მანამდე მან უარი თქვა რუსეთთან თანამშრომლობაზე.

ქალაქი მელიტოპოლი უკრაინის სამხრეთით მდებარეობს. ის რუსეთის ჯარების მიერაა ოკუპირებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი