ახალი ამბები

პუტინი დღესაც იმ პრინციპებს არღვევს, რაც 2008-ში საქართველოში შეჭრისას დაარღვია – პრაისი

11 მარტი, 2022 • 1589
პუტინი დღესაც იმ პრინციპებს არღვევს, რაც 2008-ში საქართველოში შეჭრისას დაარღვია – პრაისი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა, რომ დღეს ვლადიმერ პუტინი  უკრაინაში იმ პრინციპებს არღვევს, რაც 2008 წელს საქართველოში დაარღვია.

ამის შესახებ ნედ პრაისმა „მთავარი არხის“ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა. ჟურნალისტმა მას ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ საქართველოდან ელჩის გაწვევასა და ირაკლი ღარიბაშვილის მიერ  რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების არაეფექტურად შეფასების შესახებ ჰკითხა.

ნედ პრაისის თქმით, ისინი ყველა ქვეყანას მოუწოდებენ, რომ მხარი დაუჭირონ არა მხოლოდ უკრაინის სუვერენიტეტს, არამედ წესებზე დაფუძნებული წესრიგს.

მისივე თქმით, ის სავარაუდო შედეგი, რაც შეიძლება მოჰყვეს რუსეთის აგრესიას, ძალიან ცოტა ქვეყანაში თუ ესმით ისე, როგორც საქართველოში.

„პრინციპები, რაც რუსეთმა დაარღვია 2008 წელს, როდესაც რუსული ძალები შეიჭრნენ საქართველოში, არის იგივე პრინციპები, რასაც ვლადიმერ პუტინი არღვევს დღესაც. ის, რომ საზღვრები ხელშეუხებელი უნდა დარჩეს და დიდმა სახელმწიფოებმა არ უნდა დაჩაგრონ პატარა ქვეყნები, რომ ძალა არ უდრის უფლებას, ეს ყველაფერი სასწორზეა. ევროპაში იქნება თუ წყნარი ოკეანის რეგიონში, ჩვენ ამ პრინციპებს ყველგან ვიცავთ და მოვუწოდებთ ქვეყნებს, დადგნენ უკრაინის გვერდით“, – განაცხადა ნედ პრაისმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი