ახალი ამბები

სებ-მა $40 მილიონი გაყიდა – ერთი დოლარი 3.40 ლარი ღირს

9 მარტი, 2022 • 1261
სებ-მა $40 მილიონი გაყიდა – ერთი დოლარი 3.40 ლარი ღირს

საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, 9 მარტს გამართულ სავალუტო აუქციონზე ეროვნულმა ბანკმა 50 მლნ. აშშ დოლარი გაიტანა, საიდანაც გაიყიდა 39 570 000 აშშ დოლარი.

სებ-ის თანახმადვე, ერთი დოლარი საშუალოდ 3.3947 ლარად გაიყიდა.

ეროვნული ბანკის ამ ინტერვენციის შემდეგ, 10 მარტისთვის მოქმედი გაცვლითი კურსით, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 3.4019 ლარია.

მართალია, წინა დღესთან შედარებით ლარი კვლავ გაუფასურებულია, თუმცა, მხოლოდ 0,28 თეთრით.

2022 წლის იანვრიდან ლარის კურსი მეტ-ნაკლები სტაბილურობით ხასიათდებოდა და 9 თებერვლისთვის ერთი დოლარის ღირებულება 2.92 ლარამდე იყო ჩამოსული.

თუმცა ლარის გაუფასურების მორიგი ტალღა უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შეჭრის შემდეგ დაიწყო.

როგორც წესი, კომერციულ ბანკებსა და გამცვლელ ჯიხურებში დოლარი ოდნავ უფრო ძვირია.

მასალების გადაბეჭდვის წესი