ახალი ამბები

ვენესუელამ ორი ამერიკელი პატიმარი გაათავისუფლა – WP

9 მარტი, 2022 • 1247
ვენესუელამ ორი ამერიკელი პატიმარი გაათავისუფლა – WP

ვენესუელამ გაათავისუფლა ამერიკის შეერთებული შტატების ორი მოქალაქე, რომლებიც სასჯელს ვენესუელის ციხეებში იხდიდნენ.

ინფორმაციას The Washington Post ხუთ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამერიკელი მოქალაქეები გათავისუფლდნენ აშშ-ის დელეგაციის კარაკასში ჩასვლის შემდეგ.

ქვეყნის პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ ამერიკულ დელეგაციასთან შეხვედრა იყო ძალიან გულწრფელი და დიპლომატიური.

მისივე განცხადებით, მხარეებმა შეათანხმეს მოლაპარაკებების დღის წესრიგი.

აქამდე ვენესუელის მთავრობასა და ნავთობის ინდუსტრიის წინააღმდეგ ამერიკული სანქციები იყო ამოქმედებული, თუმცა უკრაინის ომის პარალელურად, გაჩნდა მოლოდინი, რომ შესაძლოა, აშშ-მა და ვენესუელამ შეთანხმებას მიაღწიონ.

ვენესუელა მდიდარია ნავთობპროდუქტებით. მას თეორიულად შეუძლია დასავლურ ბაზარზე რუსული ნავთობპროდუქტებისათვის კონკურენციის გაწევა, ან მათი ჩანაცვლება.

მასალების გადაბეჭდვის წესი