ახალი ამბები

უკრაინაში ჩასულ უცხოელ მოხალისეებს მოქალაქეობის მიღება შეეძლებათ

9 მარტი, 2022 • 3314
უკრაინაში ჩასულ უცხოელ მოხალისეებს მოქალაქეობის მიღება შეეძლებათ

უკრაინაში ჩასულ უცხოელ მოხალისეებს უკრაინის მოქალაქეობის მიღება შეეძლებათ. ამის შესახებ გამოცემა UNIAN უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეზე, ევგენი ენინზე დაყრდნობით წერს.

ამჟამად არსებული რეგულაციებით, უცხოელი მოხალისეები იღებენ სამხედრო ბილეთს, რომელიც მათ ანიჭებთ ბინადრობის უფლებას.

„თუ ასეთი პირები, რომლებიც უცხოეთიდან არიან ჩამოსული, დაინტერესდებიან უკრაინის მოქალაქეობის მიღებით, ჩვენი კანონმდებლობა მათთვის ასეთ შესაძლებლობას ითვალისწინებს“,  – ამბობს ენინი.

უკვე მე-14 დღეა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთმა დაბომბა ქალაქებიც, დაღუპულია ასობით მშვიდობიანი მოქალაქე.ძირითადად ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებით ქვეყანა დატოვა 1.5 მილიონზე მეტმა ადამიანმა. ეს არის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე მასშტაბური და სწრაფი ლტოლვილთა კრიზისი.უკრაინის დასახმარებლად არაერტი ქვეყნიდან ჩავიდნენ მოხალისეები, რომელთა ნაწილი ყოფილი სამხედროა, ხოლო ნაწილს საბრძოლო გამოცდლება არ აქვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი