Coca-Cola რუსეთში საქმიანობას წყვეტს. აღნიშნულის შესახებ კომპანიამ 8 მარტს განაცხადა.

სანამ ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა, მიმდინარე დღეებში ის მზარდი წნეხის ქვეშ იყო რუსეთში საქმიანობის გამო. “ტვიტერზე” პოპულარული იყო ჰეშთეგი “#BoycottCocaCola”(ბოიკოტი Coca-Cola-ს).

უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებისა და დასავლეთის მიერ სანქციების დაწესების შემდეგ, რუსეთის ბაზარი ათობით უცხოურმა დიდმა კომპანიამ დატოვა.

Coca-Cola-ს ზემოხსენებულ განცხადებამდე, McDonald’s-მა თქვა, რომ დროებით ხურავს ქვეყნის მასშტაბით მოქმედ 850 რესტორანს.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.

შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპარატისტული დონბასის და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.