ახალი ამბები

ვენესუელამ და აშშ-მა მოლაპარაკებების დღის წესრიგი შეათანხმეს

8 მარტი, 2022 • 7851
ვენესუელამ და აშშ-მა მოლაპარაკებების დღის წესრიგი შეათანხმეს

ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს განცხადებით, ამერიკულ მხარესთან შეხვედრისას შეათანხმეს მომავალი მოლაპარაკებების დღის წესრიგი.

Reuters-ის თანახმად, ორი ქვეყნის წარმომადგენლობამ ვენესუელის ნავთობინდუსტრიისათვის დაწესებული სანქციების შემსუბუქების შესახებ ისაუბრეს, თუმცა ჯერ მხოლოდ მცირე პროგრესის მიღწევა მოხერხდა.

„ამერიკული დელეგაცია საპრეზიდენტო სასახლეში მივიღე. ჩვენ გვქონდა შეხვედრა და ეს იყო ძალიან გულწრფელი და დიპლომატიური შეხვედრა“, – განაცხადა მადურომ.

აშშ-სა და ვენესუელას შორის მოლაპარაკებები შესახებ ცნობები მედიაში გავრცელდა უკანასკნელი დღეების განმავლობაში, რუსეთისთვის სანქციების დაწესების შემდეგ.

ვენესუელა ნავთობით მდიდარი ქვეყანაა. ვენესუელურ ნავთობს, თეორიულად, შეუძლია დასავლურ ბაზარზე რუსული ნავთობისთვის კონკურენციის გაწევა ან მისი ჩანაცვლება.

მასალების გადაბეჭდვის წესი