ახალი ამბები

„უკრაინის ხელისუფლებაზე კარგი წარმოდგენა აღარ მაქვს, მიხედე იქ…“ — გორის საკრებულოს თავმჯდომარე

8 მარტი, 2022 • 8789
„უკრაინის ხელისუფლებაზე კარგი წარმოდგენა აღარ მაქვს, მიხედე იქ…“ — გორის საკრებულოს თავმჯდომარე

გორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე გამოეხმაურა საქართველოს ხელისუფლების კრიტიკას უკრაინისთვის არასათანადო დახმარების შესახებ და თქვა, რომ უკრაინის ხელისუფლებაზე კარგი წარმოდგენის არ არის.

მისი თქმით, „მეხუთე კოლონამ“ „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, უკრაინელი ხალხის დახმარების ნაცვლად, „ათასი სისულელე აიტაცა“, რუსეთისთვის საჰაერო სივრცის დაკეტვიდან დაწყებული, რძის პროდუქტების ექსპორტის ჩათვლით.

„ეს ნარატივი, იმის მაგივრად, რომ გაჭირვებულ ხალხს… ხალხს, თორემ,უკრაინის ხელისუფლებაზე უკვე კარგი წარმოდგენა აღარ მაქვს, იმიტომ, რომ როცა საქართველო უამრავ დახმარებას უწევს, რაღაც თემებით არიან დაინტერესებულნი. მიხედე იქ, უკრაინაში… 45- მილიონიან სახელმწიფოს ის ძალა არ ჰქონდა, რომ ამ დაჟანგებული რუსული არმიისთვის ელემენტარული წინააღმდეგობა გაეწია“, — განაცხადა რაზმაძემ.

მან გააკრიტიკა საქართველოში პოლონეთის ელჩის, მარიუშ მაშკიევიჩის მოწოდებაც გორში სტალინის მუზეუმის დახურვის შესახებ.

„პოლიტიკური პირი ასეთ განცხადებას არ უნდა აკეთებდეს, მით უმეტეს, ისეთი ქვეყანა, როგორიც პოლონეთია — ჩვენი მეგობარი და ევროპაში ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა არის, მისი ეკონომიკა სერიოზულ წინსვლას განიცდის. იცით, როგორი თემაა? სტალინის აპოლოგეტი არ არის ჩვენი სახელმწიფო, მაგრამ არსებული მუზეუმი არის ძალიან სერიოზული შემოსავალი ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის. თან ეს მუზეუმი ექვემდებარება კულტურის სამინისტროს. მე ვფიქრობ, ეს განცხადება [ელჩის] იყო ძალიან არასერიოზული, თან პირდაპირ ეკონომიკაზე იყო დარტყმა, რომ თქვენი შემოსავლები მე არ მაინტერესებს, დახურეთო… სტალინი ვინ იყო, როგორ იყო, თქმა არ არის საჭირო, ყველამ კარგად იცის, მაგრამ დედა რომ მყავდეს რუსი და მითხრან, რომ რაზმაძე, დედაშენი გაუშვი სახლიდან, რაღაც მაგის მსგავსი იყო… ვერ ჯდება ვერფერში“, — განაცხადა რაზმაძემ.

პოლონეთის ელჩი საქართველოში, მარიუშ მაშკიევიჩი საქართველოს მთავრობას მიმართავს და სხთოვს, გორში სტალინის მუზეუმი დახუროს.

სანქციებს თუ ვერ უერთდებით, სტალინის მუზეუმი მაინც დახურეთ – პოლონეთის ელჩი

მასალების გადაბეჭდვის წესი