ახალი ამბები

“კადიროველებს”, “ვაგნერს” და ა.შ. კიევზე შეტევისთვის აერთიანებენ – უკრაინის გენშტაბი

8 მარტი, 2022 • 6355
“კადიროველებს”, “ვაგნერს” და ა.შ. კიევზე შეტევისთვის აერთიანებენ – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, გასული ღამის განმავლობაში მოწინააღმდეგე  გადაჯგუფდა და კიევზე შტურმის მისატანად ემზადება

როგორც ადგილობრივი გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ წერს, გენშტაბში ფიქრობენ, რომ რუსები გეგმავენ სხვადასხვა ბრძოლისუნარიანი დანაყოფები, მათ შორის „კადიროველები”, „ვაგნერი“, კემეროვო და სხვა დანაყოფები, გააერთიანონ, რათა დედაქალაქზე შეტევა მიიტანონ.

უკრაინული მედია აღნიშნავს, რომ ოკუპანტები ასევე ცდილობდნენ იზუმის დაკავებას, თუმცა მტერმა დიდი დანაკარგები განიცადა და უკან დახევა მოუხდათ, თუმცა მოწინააღმდეგემ იერიში მიიტანა ქალაქზე. მათ შორის ისროდნენ საცხოვრებელი სახლების მიმართულებით და გაანადგურეს ინფრასტრუქტურა.

8 მარტი უკრაინაში რუსეთის ფედერაციის ჯარების შეჭრიდან მე-13 დღეა. რუსეთმა დაბომბა ქალაქებიც, დაღუპულია ასობით მშვიდობიანი მოქალაქე. ძირითადად ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებით ქვეყანა დატოვა 1.5 მილიონზე მეტმა ადამიანმა. ეს არის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე მასშტაბური და სწრაფი ლტოლვილთა კრიზისი.

მასალების გადაბეჭდვის წესი