ახალი ამბები

უკრაინაში სამხედროებთან ქორწინებების რეგისტრაცია მათი დასწრების გარეშეც შეიძლება

8 მარტი, 2022 • 1114
უკრაინაში სამხედროებთან ქორწინებების რეგისტრაცია მათი დასწრების გარეშეც შეიძლება

როგორც უკრაინული გამოცემა Unian წერს, უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა მიიღო დადგენილება, რომლის შესაბამისად, საომარი მდგომარეობის პერიოდში, ქვეყანაში ქორწინების რეგისტრაცია ერთი მხარის დასწრების გარეშეც იქნება შესაძლებელი.

ამასთან, სამხედროთა ქორწინების აქტის შედგენა შეუძლია სამხედრო პირის უშუალო ხელმძღვანელს. მაგალითად, უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ორმა უკრაინელმა ჯარისკაცმა ბარიკადებით გარშემორტყმულ ქალაქის საბჭოში იქორწინა და ქორწინების შემდეგ სამშობლოს დასაცავად გაემართა.

დღეს, 8 მარტს,  მე-13-ე დღეა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთმა დაბომბა ქალაქებიც, დაღუპულია ასობით მშვიდობიანი მოქალაქე. ძირითადად ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებით ქვეყანა დატოვა 1.5 მილიონზე მეტმა ადამიანმა. ეს არის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე მასშტაბური და სწრაფი ლტოლვილთა კრიზისი.

მასალების გადაბეჭდვის წესი