ახალი ამბებიეკონომიკა

ლარი დოლართან თითქმის 12 თეთრით გაუფასურდა

7 მარტი, 2022 •
ლარი დოლართან თითქმის 12 თეთრით გაუფასურდა

ლარი ამერიკულ დოლართან თითქმის 12 თეთრით გაუფასურდა.

ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსის თანახმად, 8 მარტს 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.3991 ლარი იქნება. მანამდე კურსი 5 მარტს განახლდა, რომლის მიხედვითაც, დოლარი 3.27 ლარი ღირდა.

რაც შეეხება ევროს, ერთი ევროს ღირებულება ბოლო დღეებში 3.60 ლარია და ეს მონაცემი 2 მარტის შემდეგ არ შეცვლილა.

ეროვნულმა ვალუტამ სწრაფი ტემპით გაუფასურება უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დაიწყო. მაგალითად, ომის წინა დღეებში, 22 თებერვალს, ევროს ღირებულება 3.38 ლარი იყო, დოლარის შეძენა კი ამ დღეს 2.97 ლარად იყო შესაძლეებელი. 22 თებერვლიდან დღემდე ლარი დოლართან თითქმის 43 თეთრით გაუფასურდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი