ახალი ამბები

რუსული ჯარი კვლავ ცდილობს ნიკოლაევის აღებას – უკრაინული მედია

7 მარტი, 2022 • 2424
რუსული ჯარი კვლავ ცდილობს ნიკოლაევის აღებას – უკრაინული მედია

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ადგილობრივი დროით დილის 5 საათზე რუსეთის ჯარებმა ქალაქ ნიკოლაევზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. როგორც უკრაინული RBC წერს, რუსული არმია კვლავ ცდილობს ქალაქის აღებას.

გამოცემის ცნობით, ქალაქის ნაწილს შეუწყდა ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდება. როგორც უკრაინული RBC აცხადებს, ქალაქზე იერიში მტერმა წინა დღეებშიც მიიტანა, თუმცა გუშინ უკრაინულმა ჯარებმა მოწინააღმდეგეების განდევნა შეძლეს ნიკოლაევიდან.

მე-12 დღეა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთმა დაბომბა ქალაქებიც, დაღუპულია ასობით მშვიდობიანი მოქალაქე. ძირითადად ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებით ქვეყანა დატოვა 1.5 მილიონზე მეტმა ადამიანმა. ეს არის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე მასშტაბური და სწრაფი ლტოლვილთა კრიზისი. 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი