უკრაინა რუსეთისა და ბელარუსის საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან (IMF) და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ორგანიზაციებიდან გარიცხვას ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
„მე ახლახან მოვაწერე ხელი ოფიციალურ მიმართვას აშშ-ის, კანადის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიისა და იაპონიის მისამართით და ვითხოვ რუსეთისა და ბელარუსის გარიცხვას როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან, ასევე მსოფლიო ბანკის ჯგუფში შემავალი ორგანიზაციებიდან”, – აცხადებს უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიჰალი.