Calvin Klein-ისა და Tommy Hilfiger-ის მფლობელი კომპანიის განცხადებით, 7 მარტიდან რუსეთსა და ბელარუსში გაყიდვებს წყვეტენ. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

Unian წერს, რომ ამის შესახებ კომპანიამ განცხადება საკუთარ Instagram ანგარიშზე გაავრცელა.

კომპანიის თქმით, დაიხურება ამ ორ ქვეყანაში მოქმედი ყველა მაღაზია და შეწყდება კომერციული საქმიანობა.

მე-11 დღეა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთმა დაბომბა ქალაქებიც, დაღუპულია ასობით მშვიდობიანი მოქალაქე. ძირითადად ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებით ქვეყანა დატოვა 1.5 მილიონზე მეტმა ადამიანმა. ეს არის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე მასშტაბური და სწრაფი ლტოლვილთა კრიზისი.