ახალი ამბები

კრემლის ზეწოლის გამო რადიო თავისუფლება რუსეთში მაუწყებლობას წყვეტს

6 მარტი, 2022 •
კრემლის ზეწოლის გამო რადიო თავისუფლება რუსეთში მაუწყებლობას წყვეტს

რადიო თავისუფლება კრემლის მხრიდან ზეწოლის გამო რუსეთში მაუწყებლობას წყვეტს.

ოფიციალურ განცხადებაში ხაზგასმულია, რომ რუსეთმა დაბლოკა ბიუროს მუშაობა 4 მარტიდან, მას შემდეგ, რაც „ბანკროტად ცნობის მიზნით“, რუსეთის საგადასახადო სამსახურმა რადიო თავისუფლების წინააღმდეგ საქმე აღძრა.

ამას თან სდევდა ჟურნალისტებზე განგრძობითი ზეწოლა და უკრაინაში შეჭრის შემდეგ – საერთაშორისო და დამოუკიდებელი მედიების უშუალო დაბლოკვა ან/და ლიკვიდაცია.

განცხადებას თან ახლავს, რადიო თავისუფლების პრეზიდენტის, ჯეიმი ფლაის კომენტარი, სადაც ის ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება განპირობებული „პუტინის თავდასხმით სიმართლეზე“.

„წლების განმავლობაში ჩვენი ჟურნალისტების მიმართ მუქარების, დაშინებისა და შევიწროების შემდეგ, უკრაინაში უკანონო ომის სიმართლის დასამალად, კრემლი ჟურნალისტებს მოღალატეებად აცხადებს,“ – ამბობს ფლაი და ამატებს, რომ ისინი გააგრძელებენ მცდელობას მისწვდნენ რუსეთის აუდიტორიას – „რადგან მათ ახლა ჩვენი ჟურნალისტიკა სჭირდებათ ისე როგორც არასდროს“.

„ამ მძიმე მომენტის მიუხედავად, ჩვენ ჩვენი ორგანიზაციის 70-წლიანი გამოცდილებიდან ვიცით, რომ იმავე მალე, ვიდრე ეს ზოგიერთს შეიძლება ეგონოს, ჩვენ კვლავ შევძლებთ რუსეთში ჩვენი ბიუროს გახსნას. დრო თავისუფლების მხარესაა, ვლადიმერ პუტინის რუსეთშიც კი,“.

მთავარი ფოტო: რადიო თავისუფლების რუსული ბიუროს ოფისი. ავტორი: Andrey Shary RFE/RL

მასალების გადაბეჭდვის წესი