ახალი ამბები

აქტივისტებმა უკრაინაში გასაგზავნად ცხოველთა 1,5 ტონა მშრალი საჭმელი შეაგროვეს

6 მარტი, 2022 • 1463
აქტივისტებმა უკრაინაში გასაგზავნად ცხოველთა 1,5 ტონა მშრალი საჭმელი შეაგროვეს

აქტივისტებმა, უკრაინაში მიუსაფარი და თავშესაფარში დარჩენილი ცხოველებისთვის 1,5 ტონა მშრალი საკვები შეაგროვეს.

როგორც ერთ-ერთი მათგანი, ნანუკა ძირტკბილაშვილი წერს, შეგროვებული საკვებიდან 1 ტონა აქტივისტებს კომპანია „Intraco Georgia – ინტრაკო ჯორჯია-მ“ გადასცა.

„ჯამში შეგროვებული თანხა შეადგენს 1536.68 თეთრს. შეძენილ იქნა 420 კგ მშრალი კვება – 13 (20კგ.) ტომარა ძაღლის საკვები “რუფია მიქსი” და 16 (10კგ.) ტომარა კატის საკვები “რუფია”.

რაც შეეხება ლოჯისტიკის საკითხებს: საკვების გადატანა ხორციელდება სატვირთო ავტომანქანებით, რომლებიც პერიოდულად იტვირთება და საწყობიდან გადის რუმინეთისა და პოლონეთის მიმართულებით. რადგან ცალსახად პრიორიტეტული დაზარალებული ადამიანების დახმარებაა, უპირველეს ყოვლისა იგზავნება პირველადი დახმარების საგნები (ტანსაცმელი, საკვები, მედიკამენტები, საფენები), რის შემდეგაც მესამე ან მეოთხე რეისად გაიგზავნება ცხოველების საკვები.  ადგილზე ჩასული ტვირთის უკრაინის სხვადასხვა ქალაქში გადანაწილებას უზრუნველყოფენ მოხალისეები,“ – წერს ის.


უკვე 11 დღე გავიდა, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პარალელურად, მიმდინარეობს ორ მხარეს შორის მოლაპარაკებები. თუმცა, მოლაპარაკების მიუხედავად, ლავროვი ამბობს, რომ უკრაინის „დემილიტარიზაციას“ მაინც მიიყვანენ ბოლომდე.

ორივე მხარე მოლაპარაკებების მეორე რაუნდზე შეთანხმდა, რომ შექმნიდნენ ჰუმანიტარულ დერეფნებს მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის, თუმცა უკრაინული მხარის თანახმად, რუსეთმა უკვე დაარღვია შეთანხმება და დაბომბა სარკინიგზო ხაზი, რომლითაც მოსახლეობას საომარი ზონა უნდა დაეტოვებინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი