ახალი ამბები

აშშ ვენესუელასთან ურთიერთობების აღდგენას აპირებს – მედია

6 მარტი, 2022 • 1450
აშშ ვენესუელასთან ურთიერთობების აღდგენას აპირებს – მედია

ამერიკული გამოცემა New York Times საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ამერიკელი მაღალი რანგის ოფიციალური პირები ვენესუელაში გაემგზავრნენ.

მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, ამერიკული მხარის ვიზიტის მიზანი ვენესუელასთან ურთიერთობების აღდგენა და მისი რუსეთისგან დისტანცირებაა.

ვენესუელა მდიდარია ბუნებრივი რესურსებით, მათ შორის ნავთობიც, რაც შესაძლოა, რუსული ნავთობის შემცვლელი აღმოჩნდეს.

2019 წელს შეერთებულმა შტატებმა და სხვა დასავლურმა სახელმწიფოებმა, არჩევნების გაყალბების გამო, კიდევ უფრო გაამკაცრა ვენესუელისადმი დაწესებული ეკონომიკური შეზღუდვები, რამაც ამ უკანასკნელის რუსეთთან და ირანთან კიდევ უფრო დაახლოება გამოიწვია.

ამჟამად ვენესუელას ნიკოლას მადუროს რეჟიმი მართავს.

ვენესუელამ აღიარა დე ფაქტო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი