ვოლოდიმირ ზელენსკი იუწყება, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი, კრემლში ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ, მას ტელეფონით ესაუბრა.

„ვაგრძელებთ დიალოგს“, – წერს ზელენსკი.

ბენეტი-პუტინის შეხვედრა დაახლოებით 3 საათი გააგრძელდა.

ისრაელი, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის ფონზეც კი, ორივე ქვეყანასთან ცდილობს ურთიერთობის ბალანსირებას.