ახალი ამბები

VISA და Mastercard რუსეთში მუშაობას წყვეტენ

6 მარტი, 2022 • 965
VISA და Mastercard რუსეთში მუშაობას წყვეტენ

უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, Visa და Mastercard-ი რუსეთის ფედერაციაში ყველა სახის ოპერაციას წყვეტენ და ბაზარს ტოვებენ.

რუსეთში გაცემული Visa ბარათებით ქვეყნის გარეთ ტრანზაქციების შესრულება შეუძლებელი იქნება. ამასთან, Visa-ს ბარათები, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერი ფინანსური ინსტიტუციის მიერ არის გაცემული, რუსეთის ფედერაციაში აღარ იმუშავებს.

ინფორმაციას ორგანიზაციაზე დაყრდნობით „ბლუმბერგი“ ავრცელებს.

ამასთან, BBC-ის ცნობით, იგივე გადაწყვეტილება მიიღო „მასტერქარდმაც“.

რამდენიმე კვირის წინ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა, Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვის წერილი VISA და MasterCard-ის კომპანიებისადმი.

ზელენსკიმ ამ კომპანიების პრეზიდენტებს და ხელმძღვანელებს სთხოვდა, დაებლოკათ რუსეთში გაცემული მათი საბანკო ბარათები.

მასალების გადაბეჭდვის წესი