ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა 4 მარტს გამართულ შეხვედრაზე, განიხილეს, მათ შორის, საქართველოს დახმარების საკითხიც.

„კრემლის ამბიციაა, შექმნას გავლენის სფერო და უარყოფს სხვა ქვეყნების უფლებას, თავად აირჩიონ საკუთარი გზა.

ამგვარად, მინისტრებმა განიხილეს დახმარების საჭიროება იმ პარტნიორებისთვის, რომლებიც რისკის ქვეშ არიან, მათ შორის არიან საქართველო და ბოსნია ჰერცოგოვინა“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

უკრაინას რუსეთი 24 თებერვალს დაესხა თავს. უკვე მე-9 დღეა, რაც უკრაინაში ომი მიმდინარეობს.