ახალი ამბები

კომერციულ ბანკებში 1 აშშ დოლარი 3.42 ლარი ღირს

4 მარტი, 2022 •
კომერციულ ბანკებში 1 აშშ დოლარი 3.42 ლარი ღირს

4 მარტის ოფიციალური გაცვლითი კურსით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.2744 ლარია. შესაბამისად, წინა დღის ოფიციალურ კურსთან შედარებით ლარი დოლართან 3.25 თეთრით გაუფასურდა.

კომერციულ ბანკებში 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.4 ლარს აჭარბებს. მაგალითისთვის, „თიბისი ბანკში“ დოლარის ყიდვისას კურსი 3.42 ლარს შეადგენს, „საქართველოს ბანკში“ კი – 3.4210. გარდა ამისა, ბლუმბერგის ტერმინალზე 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.35 ლარია.

4 მარტის ვაჭრობის შედეგად ლარი გაუფასურდა ევროსთან მიმართებითაც. ოფიციალური კურსით ერთი ევრო 3.6035 ლარი ღირს. წინა დღის ოფიციალურ კურსთან შედარებით, ლარი ევროსთან მიმართებით 0.60 თეთრითაა გაუფასურებული.

რაც შეეხება კომერციულ ბანკებში ევროს კურსს, 1 ევროს შეძენა „საქართველოს ბანკში“ 3.7550 ლარადაა შესაძლებელი, „თიბისიში“ კი – 3.7530 ლარად.

მასალების გადაბეჭდვის წესი