უკრაინის ქალაქ ლვოვში, სადაც ქვეყნის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქებისგან განსხვავებით ჯერჯერობით საბრძოლო მოქმედებები არ მიმდინარეობს, მოქალაქეები ძეგლებს ფუთავენ, რათა რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში დაზიანებისგან დაიცვან.
ფოტოები „ნეტგაზეთ“ ქალაქ ლვოვის მცხოვრებმა, მაქსიმ ბესპალოვმა მიაწოდა:
რომაულ მითოლოგიაში წყლისა და ზღვის ღმერთი ნეპტუნის ძეგლი
ნადირობის ქალღმერთი დიანა.
ადონისი, ბუნების ღვთაება ბერძნულ მითოლოგიაში.
ნიმფა ამფიტრიტა ბერძნულ მითოლოგიაში.