ახალი ამბები

საქართველოს ბანკის თქმით, ანგარიშს არ გაუხსნიან რუსეთის მოქალაქებს, რომლებიც ოკუპაციას არ აღიარებენ

4 მარტი, 2022 •
საქართველოს ბანკის თქმით, ანგარიშს არ გაუხსნიან რუსეთის მოქალაქებს, რომლებიც ოკუპაციას არ აღიარებენ

საქართველოს ბანკის სერვისით ვერ ისარგებლებენ რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც ხელმოწერით არ დაადასტურებენ, რომ გმობენ რუსეთის აგრესიას საქართველოსა და უკრაინაში. ინფორმაცია “ნეტგაზეთს” ბანკის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

იმისთვის, რომ მომსახურება გაუწიონ, რუსეთის მოქალაქემ ხელი უნდა მოაწერონ შემდეგ დათქმებს:

  • ვგმობ რუსეთის აგრესიას საქართველოსა და უკრაინაში;
  • ვეთანხმები, რომ რუსეთი არის ოკუპანტი, რომელიც შეიჭრა საქართველოში 2008 წელს და უკრაინაში 2014 და 2022 წლებში;
  • ვეთანხმები, რომ მხარი დავუჭირო  საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ვაღიარო, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა;
  • ვეთანხმები, რომ არ გავაზიარებ რუსულ სამთავრობო პროპაგანდას და დავეხმარები მის წინააღმდეგ ბრძოლას;
  • ვაცნობიერებ, რომ ხსენებული პირობების რაიმე ფორმით დარღვევა გამოიწვევს ჩემი ანგარიშის გაუქმებას საქართველოს ბანკში.

ბანკში აცხადებენ, რომ ხსენებული პირობები 4 მარტიდან მის ყველა ფილიალში ამოქმედდა. პრესსამსახურში ასევე გვითხრეს, რომ რამდენიმე მოქალაქემ უარი თქვა ზემოხსენებულ დათქმებზე ხელმოწერაზე, რის გამოც მათ ანგარიშები არ გაუხსნეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი