რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი რუსეთის მეზობელ სახელმწიფოებს მოუწოდებს, რომ „არ გაამწვავონ სიტუაცია“ და „არ დაუწესონ სანქციები რუსეთს“.
„ჩვენ არ გვაქვს ცუდი ურთიერთობები მეზობლებთან“, – განაცხადა პუტინმა.
მისი განცხადებით, ვერავითარ აუცილებლობას ვერ ხედავს მეზობლებისთვის, რომ მათსა და რუსეთს შორის „ურთიერთობები გაუარესდეს“.
მე ვფიქრობ, ყველამ უნდა იფიქროს იმაზე, თუ როგორ შეიძლება ურთიერთობების ნორმალიზება, თანამშრომლობა და ურთიერთობების ნორმალურად განვითარება“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
პუტინმა გამოსვლისას კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რუსი სამხედროების მიერ აქამდე განხორციელებული ყველა ქმედება „რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ არამეგობრული ქმედებების საპასუხოდაა მიმართული“.
უკვე მე-9 დღეა, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი წამოიწყო.