ახალი ამბები

სამთო გამყოლთა ასოციაცია რუს გამყოლებს მოუწოდებენ, საქართველოში არ ჩამოვიდნენ

4 მარტი, 2022 •
სამთო გამყოლთა ასოციაცია რუს გამყოლებს მოუწოდებენ, საქართველოში არ ჩამოვიდნენ

საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაცია და პარტნიორი ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებებნ. განცხადების ავტორები აღნიშნავენ, რომ უკრაინა დღეს საქართველოსთვისაც იბრძვის და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად მზადყოფნას გამოთქვამენ ჰუმანიტარულ მისიებში ჩასართავად.

ამასთან, ხელმომწერები აცხადებენ, რომ წყვეტენ რუსეთის ფედერაციის ტურისტების მომსახურებას და მიმართავენ რუს გამყოლებს, არ ჩამოვიდნენ საქართველოში:

„ვწყვეტთ რუსეთის ფედერაციის ტურისტების მომსახურებას; მივმართავთ რუს გამყოლებს – არ ჩამოხვიდეთ! ახლა არ არის ტურიზმის დრო. გაერთიანდით და შეაჩერეთ პუტინი;

როგორც სრულუფლებიანი წევრი, მივმართავთ სამთო გამყოლთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციას და მის წევრ ქვეყნებს – შევაჩეროთ რუსეთის სამთო გამყოლთა ასოციაციის წევრობის სტატუსი! ჩვენი ქმედებები არ არის გამიზნული რუსი ხალხის წინააღმდეგ, ვინც თვადაც ამ ბარბაროსობის მსხვერპლია. თუმცა, კეთილი ნების ადამიანები მთელ მსოფლიოში, მათ შორის რუსეთში, ახლა უნდა გაერთიანდნენ პუტინის წინააღმდეგ და უკრაინის მხარდასაჭერად“ ,- წერია განცხადებაში.

განცხადებას უერთდებიან:

  • სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა ABK MTA
  • სვერის სათავგადასავლო ბანაკი

მასალების გადაბეჭდვის წესი