ახალი ამბები

ირაკლი ოქრუაშვილი უკრაინაში საბრძოლველად ჩავიდა

4 მარტი, 2022 •
ირაკლი ოქრუაშვილი უკრაინაში საბრძოლველად ჩავიდა

საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი უკრაინაში საბრძოლველად ჩავიდა.

„ალბათ ვერ წარმოვიდგენდი, თუ 48 წლის ასაკში საქართველოს თავისუფლებისთვის უკრაინაში ვიბრძოლებდი, თანაც იარაღით ხელში.

ვისაც გული გერჩით, თავისუფლების ფასი იცით და მინიმუმ კალაშნიკოვის გამოყენება შეგიძლიათ, ახლა საქართველოს აქ უნდა დაეხმაროთ – უკრაინაში“, – აცხადებს ირაკლი ოქრუაშვილი.

უკრაინას რუსეთი თავს 24 თებერვალს დაესხა. ომი უკვე მე-9 დღეა მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი