ახალი ამბები

მოლდოვის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განაცხადს EU-ში გაწევრიანებაზე

3 მარტი, 2022 • 1359
მოლდოვის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განაცხადს EU-ში გაწევრიანებაზე

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ ხელი მოაწერა ოფიციალურ განაცხადს მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით.

ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი თავდაპირველად რუსეთთან სრულმასშტაბიან ომში მყოფმა უკრაინამ შეიტანა. განაცხადს ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი 28 თებერვალს მოაწერა.

როდესაც ანალოგიური მოთხოვნები საქართველოშიც გაისმა, „ქართულ ოცნებაში“ თქვეს, რომ საკითხთან დაკავშირებით „ემოციური აჟიოტაჟი“ იყო შექმნილი.

თუმცა მცირე ხნის შემდეგ მმართველმა პარტიამ პოზიცია შეიცვალა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირში გასაგზავნ განაცხადს ხელი დღეს, 3 მარტს მოაწერა, – მოლდოვაში იმავე ნაბიჯამდე რამდენიმე საათით ადრე.

გირჩევთ ასევე:

მასალების გადაბეჭდვის წესი