ახალი ამბები

ქართველმა დეპუტატებმა უკრიანის დასახმარებლად სისხლი ჩააბარეს — ელჩის მრჩეველი

3 მარტი, 2022 • 1075
ქართველმა დეპუტატებმა უკრიანის დასახმარებლად სისხლი ჩააბარეს — ელჩის მრჩეველი

საქართველოში უკრაინის ელჩის ​მრჩეველმა ანდრეი კასიანოვმა შეაჯამა საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის საქართველოს მიერ უკრაინისთვის აღმოჩენილი დახმარება.

„არანაირი ეჭვი არ გვაქვს, რომ რუსეთის ხელისუფლება აღმოჩნდება ბრალდებულთა სკამზე ჰააგაში. მიმდინარეობს უკრაინის ბრძოლა რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიურ დონეზე. გუშინ მიღებულ იქნა გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია „რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“, რომელსაც მხარი დაუჭირა 141-მა სახელმწიფომ. ასე გამოიყურება ანტისაომარი კოალიცია. 2014 წლიდან ეს არის ხმათა რეკორდული რაოდენობა. რუსეთი, ჩრდილოეთ კორეა, სირია, ერითრეა და ბელარუსი — ასე გამოიყურება რუსეთის მარტოობა სამყაროში“, — განაცხადა კასიანოვმა.

მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორს, მათ შორის საქართველოს, გაეროში უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის თანასპონსორობისთვის.

„უკრაინა დარწმუნებულია სანქციების გავლენაში და მისი გაგრძელების აუცილებლობაში. რუსეთის ეკონომიკა არის შეჩერებული და მისი რესურსები ამოწურვადი. მოვუწოდებ ჩვენს საერთაშორისო პარნტიორებს, განაგრძონ სანქციებით ზეწოლა რუსეთის ფედერაციაზე, მისი ეკონომიკის სრულ და ტოტალურ კოლაფსამდე“, — თქვა მან.

კასიანოვის თქმით, მნიშვნელოვანია ყველა საერთაშორისო სანქციის გამოყენება რუსეთის საბანკო სისტემის და საზღვაო პორტების წინააღმდეგ, რუსეთისთვის ავიასივრცის ჩაკეტვა, რუსეთის ყველაზე დიდი საექსპორტო საქონლის იმპორტის შეზღდუვა, ნავთობის და გაზის ჩათვლით, SWIFT-დან გათიშვა და ანალოგიური სანქციების გამოყენება ბელარუსის წინააღმდეგ.

„საერთაშორისო დახმარება ფოკუსირებული უნდა იყოს სამხედრო და ტექნიკური უზრუნველყოფის მიწოდებაზე. უკრაინა მზადაა, დაიცვას ყველა ევროპული ქვეყანა რუსეთის აგრესიისგან, ამისთვის ჩვენ გვჭირდება სამხედრო არსენალის და საშუალებების საჭირო რაოდენობა და მოცულობა. უკრაინა მიმართავს პარნტიორებს, რათა მოგვაწოდონ საჭირო შეიარაღება და ტექნიკა. დიდი მნიშვნელობა ენიჭება უკრაინისთვის დამატებითი გამანადგურებლების მიწოდებას, ასევე, თანამედროვე ჰაერსაწინააღმდეგო და თავდაცვის სისტემების მიწოდებას“, — განაცხადა საქართველოში უკრაინის ელჩის მრჩეველმა.

მან თქვა, რომ უკრაინა მოუწოდებს ნატო-ს ქეყნებს, სასწრაფოდ დახურონ უკრიანის ცა.

„როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ აღნიშნა, ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად დაგვეხმარება და ეს არ ნიშნავს ნატოს ქვეყნების ჩათრევას ომში. გულწრფელად გითხრათ, უკვე დიდი ხანია ომში ყველა არის ჩათრეული და არა მხოლოდ უკრაინა. უკრაინის უშიშროების ეროვნული საბჭოს მდივანმა განაცხადა უკრაინის მზადყოფნის შესახებ, განახორციელოს პრევენციული სარაკეტო დარტყმა ბელარუსული ჯარის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში. გთხოვთ, გაგებით მოეკიდოთ ამ გადაწყვეტილებას“, — თქვა კასიანოვმა.

მისივე თქმით, ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება საერთშორისო პარტნიორების მიერ უკრაინელი ლტოლვილებისთვის დახმარებას. გაეროს მონაცემებით, ლტოლვილთა რაოდენობა უკვე ერთ მილიონს აღემატება.

„პოლონეთი იქცა ჰაბად უკრაინის მოსახლეობის ჰუმანიტარული დახმარების კუთხით. მადლობას ვუხდით ჩვენს პოლონელ მეგობრების ამ სოლიდარობისთვის — ჩვენ ამას არასდროს დავივიწყებთ. ცალკე მინდა აღვნიშნო საქართველოს მთავრობის და ქართველი ხალხის მიერ ჰუმანიტარული დახმარების გაწევა 1 მილიონი ლარის ოდენობით. ასევე, ვაფასებთ უკრაინის იმ მოქალაქეების დახმარებას, რომლებიც დარჩნენ საქართველოს ტერიტორიაზე. ტურიზმის ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყო ჩვენი ტურისტების დაბინავება სასტუმროებში. მათთვის გახსნილია სადღეღამისო ცხელი ხაზი.

საქართველოს ფოსტა ჰუმანიტარული დანიშნულების ამანათებს უკრაინაში უფასოდ აგზავნის. კიევში მიემზგზავრებიან ექიმები და მიმდინარეობს მუშაობა სამედიცინო პრეპარატების და სამედიცინო აღჭურვილობის გასაგზავნად. ქართული ფონდი დედებისთვის აგროვეებს ტანსაცმელს და პირველადი მოხმარების ნივთებს ქალებისა და ბავშვებისთვის. 65-მა დეპუტატმა ჩააბარა სისხლი უკრიანის დასახმარებლად. ბიზნესის წარმომადგენლები აგროვებენ ფულს. სადაზღვევო კომპანია „არდი“ უფასო სამედიცინო მომსახურებას გაუწევს საქართველოში დარჩენილ უკრიანის მოქალაქეებს. საქართველოს რკინიგზა უფასოდ ემსახურება ჩვენს მოქალაქეებს. უკრაინაში საქართველოს საელჩო მთელი სტაფით აგრძელებს მუშაობას. ყველა დიდ და პატარა ქალაქში გამოფინეს უკრაინის დროშები ქართველი ხალხის სოლიდარობის ნიშნად უკრაინისთვის“, — განაცხადა ელჩის მრჩეველმა.

მან მადლობა გადაუხადა საქართველოს უკრაინისთვის გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ეს დახმარება კიდევ უფრო გაიზრდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი