უკრაინის ქალაქ ხარკოვში რუსული ჭურვი ეკლესიას მოხვდა, სადაც ხალხი აფარებდა თავს. ინფორმაცია ამის შესახებ უკრაინული Nexta-ს ტელეგრამის არხზე ვრცელდება.
უკრაინული მედიის განცხადებით, შემთხვევის შედეგად სამოქალაქო პირები არ დაშავებულებან, თუმცა ვრცელდება დაზიანებული ინფრასტრუქტურის ამსახველი ფოტოები.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას. უკრაინაში შეჭრას წინ უძროდა სეპარატისრული რეგიონების — ლუგანსკისა და დონეცკის — აღიარება. რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრის მიზანი უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა“.
