ახალი ამბები

საქართველომ 38 ქვეყანასთან ერთად რუსეთის წინააღმდეგ ICC-ს მიმართა

3 მარტი, 2022 •
საქართველომ 38 ქვეყანასთან ერთად რუსეთის წინააღმდეგ ICC-ს მიმართა

ბრიტანეთი და 38 ქვეყანა, მათ შორის, საქართველო ICC-ს (საერთაშორისო კრიმინალურ სასამართლოს) მიმართავს და რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომისას ჩადენილი საბრძოლო დანაშაულების გამოძიებას ითხოვს.

ქვეყნების მიერ მიმართვა, რომელსაც 38 სახელმწიფო აწერს ხელს, აძლევს ICC-ის პროკურატურას შესაძლებლობას, დაიწყოს გამოძიება და სასამართლოს არ დაელოდოს ნებართვისთვის.

ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, რუსეთის ხელისუფლება უდანაშაულო მოქალაქეების წინააღმდეგ განურჩეველ ძალას იყენებს უკრაინაში უკანონო შეჭრისას და სჩადის ომის დანაშულებს, რომელზეც პუტინის რეჟიმმა პასუხი უნდა აგოს.

მიმართვას უერთდება:

  • ალბანეთი;
  • ავსტრალია;
  • ავსტრია;
  • ბელგია;
  • ბულგარეთი;
  • კანადა;
  • კოლუმბია;
  • კოსტა რიკა;
  • ხორვატია;
  • კვიპროსი;
  • ჩეხეთი;
  • დანია;
  • ესტონეთი;
  • ფინეთი;
  • საფრანგეთი;
  • საქართველო;
  • გერმანია;
  • უნგრეთი;
  • ისლანდია;
  • ირლანდია;
  • იტალია;
  • ლატვია;
  • ლიეტუვა;
  • ლიხტენშტეინი;
  • ლუქსემბურგი;
  • მალტა;
  • ნორვეგია;
  • ნიდერლანდები;
  • ახალი ზელანდია;
  • პოლონეთი;
  • პორტუგალია;
  • რუმინეთი;
  • სლოვაკეთი;
  • სლოვენია;
  • ესპანეთი;
  • შვედეთი;
  • შვეიცარია;
  • დიდი ბრიტანეთი და ჩრდილოეთ ირლანდია.

მასალების გადაბეჭდვის წესი