ახალი ამბებიეკონომიკა

რუსეთმა უცხოური ვალუტის შესყიდვის საკომისიო 30%-მდე გაზარდა – Reuters

3 მარტი, 2022 • 2297
რუსეთმა უცხოური ვალუტის შესყიდვის საკომისიო 30%-მდე გაზარდა – Reuters

Reuters-ის ცნობით, რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ფიზიკური პირების მიერ სავალუტო ბირჟებზე უცხოური ვალუტის შესყიდვებზე 30-პროცენტიანი საკომისიო დააწესა.

გამოცემა ინფორმაციას ავრცელებს ბროკერებზე დაყრდნობით, რომელთაც შეტყობინება რუსეთის ცენტრალური ბანკისგან მიიღეს.

ცენტრალური ბანკის გადაწტვეტილება აიხსნება მოქალაქეთათვის ეროვნული ვალუტის უცხოურ ვალუტაში გადაცვლის შეჩერებისა და, შესაბამისად, უცხოურ ვალუტებზე მოთხოვნის შემცირების სურვილით.

რუსეთის მოქალაქეები რუბლის შემდგომი გაუფასურების შიშით ცდილობენ, უცხოური ვალუტები, ძირითადად, ამერიკული დოლარი და ევრო შეიძინონ, რაც ამცირებს მოთხოვნას რუბლზე, რაც ამ უკანასკნელის კიდევ უფრო გაუფასურებას იწვევს.

რუსეთში, დასავლური სანქციებისა და უკრაინაში ომის შედეგად, ეროვნული ვალუტა რეკორდულად უფასურდება. დასავლეთმა გაყინა რუსეთის ცენტრალური ბანკის უცხოური რეზერვებიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი