უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის განცხადებით, უკრაინამ თურქული უპილოტო საფრენი აპარატების ახალი პარტია მიიღო.
უწყების განცხადებით, დრონები ბრძოლაში ჩასართავად მზადაა. ფოტოზე, რომელიც ქვეყნის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტმა გაავრცელა, 12 ცალი Bayraktar TB2-ია გამოსახული.
უკვე მე-7 დღეა, რუსეთის არმია განუწყვეტლივ უტევს უკრაინას როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო და საზღვაო გზებით. რუსეთის შეჭრას ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქე და სამხედრო ემხვერპლა. ინტენსიურად იბომბება უკრაინის ქალაქები.







