ახალი ამბები

ფონდი „ტასო“ უკრაინელი დედების დასახმარებლად აუცილებელ ნივთებს აგროვებს

2 მარტი, 2022 • 1524
ფონდი „ტასო“ უკრაინელი დედების დასახმარებლად აუცილებელ ნივთებს აგროვებს

ფონდი „ტასო“ უკრაინელი დედების დასახმარებლად აუცილებელ ნივთებს აგროვებს.

ორგანიზაცია წერს, რომ გროვდება ისეთი ნივთები, როგორიცაა:

  • ფორმულა (ხელოვნური რძე)
  • ბავშვთა კვება
  • ტანსაცმელი
  • თბილი წინდები
  • D ვიტამინი
  • ბოთლები
  • საწოვრები
  • საფენები
  • პლედები

ეს ნივთები შეგიძლიათ მიიტანოთ შემდეგ მისამართზე: თაბუკაშვილის 15. ასევე  დონაციის ანგარიშის რეკვიზიტებია : GE29TB0798936080100003 (მიმღები – ფონდი ტასო).

უკრაინაში რუსეთი შეჭრის შემდეგ დედებს ბავშვთა გაჩენა თავშესაფრებსა და საავადმყოფოების სარდაფებში უწევთ.


დღეს, 2 მარტს, მეშვიდე დღეა მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის არმია განუწყვეტლივ უტევს უკრაინას როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო და საზღვაო გზებით. რუსეთის შეჭრას ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქე და სამხედრო ემსხვერპლა. ინტენსიურად იბომბება უკრაინის ქალაქები.

ომი უკრაინაში — მე-7 დღე რუსეთის შეჭრიდან [განახლებადი]

მასალების გადაბეჭდვის წესი