ავიაკომპანია Wizz Air აცხადებს, რომ უკრაინელ ლტოლვილებს მოკლე მანძილზე ფრენისთვის 100 000 უფასო ბილეთს სთავაზობს. ამის შესახებ კომპანიამ Twitter-ზე დაწერა.

“WIZZ მზად არის დაეხმაროს უკრაინელ ლტოლვილებს დანიშნულების ადგილას მიღწევაში, სადაც არ უნდა იყოს ეს. მარტში მოკლე მანძილის ფრენებზე უზრუნველვყოფთ 100 000 უფასო ბილეთს პოლონეთიდან, სლოვაკეთიდან, უნგრეთიდან და რუმინეთიდან”, – წერს კომპანია.

გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ცნობით, უკრაინა დაახლოებით 660 000 ათასმა ადამიანმა უკვე დატოვა. მათი დიდი ნაწილი პოლონეთში გადავიდა.