უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის თანახმად, რუსეთის მხარეს, ომის დაწყებიდან დღემდე, 5 840 სამხედრო დაიღუპა. ამას გარდა, 2 მარტს გამოქვეყნებული საორიენტაციო მონაცემების თანახმად, 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინელებმა მოწინააღმდეგეს გაუნადგურეს ან დაუზიანეს:

  • 30 თვითმფრინავი;
  • 31 ვერტმფრენი;
  • 211-მდე ტანკი;
  • 862 ჯავშანტექნიკა / APV;
  • 85 საარტილერიო სისტემა;
  • 9 საზენიტო საბრძოლო სისტემა;
  • 40 MLRS;
  • 60 საწვავის ავზები;
  • 3 უპილოტო საფრენი აპარატი;
  • 2 მსუბუქი ჩქაროსნული კატარღები;
  • 355 ავტოტრანსპორტი/ სატრანსპორტო საშუალება.

გენერალური შტაბის განცხადებით, მიმდინარეობს მონაცემების განახლება.

“საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობა ართულებს გამოთვლას” ,— ვკითხულობთ განცხადებაში.

მე-7 დღეა, რუსეთის არმია განუწყვეტლივ უტევს უკრაინას როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო და საზღვაო გზებით. რუსეთის შეჭრას ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქე და სამხედრო ემსხვერპლა. ინტენსიურად იბომბება უკრაინის ქალაქები.

თვალი ადევნეთ მოვლენებს განახლებად რეჟიმში:

ომი უკრაინაში — მე-7 დღე რუსეთის შეჭრიდან [განახლებადი]