უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის თანახმად, რუსეთის მხარეს, ომის დაწყებიდან დღემდე, 5 840 სამხედრო დაიღუპა. ამას გარდა, 2 მარტს გამოქვეყნებული საორიენტაციო მონაცემების თანახმად, 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინელებმა მოწინააღმდეგეს გაუნადგურეს ან დაუზიანეს:
- 30 თვითმფრინავი;
- 31 ვერტმფრენი;
- 211-მდე ტანკი;
- 862 ჯავშანტექნიკა / APV;
- 85 საარტილერიო სისტემა;
- 9 საზენიტო საბრძოლო სისტემა;
- 40 MLRS;
- 60 საწვავის ავზები;
- 3 უპილოტო საფრენი აპარატი;
- 2 მსუბუქი ჩქაროსნული კატარღები;
- 355 ავტოტრანსპორტი/ სატრანსპორტო საშუალება.
გენერალური შტაბის განცხადებით, მიმდინარეობს მონაცემების განახლება.
“საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობა ართულებს გამოთვლას” ,— ვკითხულობთ განცხადებაში.
მე-7 დღეა, რუსეთის არმია განუწყვეტლივ უტევს უკრაინას როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო და საზღვაო გზებით. რუსეთის შეჭრას ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქე და სამხედრო ემსხვერპლა. ინტენსიურად იბომბება უკრაინის ქალაქები.
